მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლისპედაგოგი.
11. რეკომენდებულია მცირეკონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა,გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელიაერთი კლასის/კლასკომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.
2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისმიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდაუვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდესმათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3. დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები დამოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისისაკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული,ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებშიდამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;
ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;
ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.
ბ1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IVკლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნებაწიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
ბ1.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
ბ1.ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
ბ1.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;
ბ1.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;
ბ1.ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
ბ1.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიურიმიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთიმოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაშიმიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისიაკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური,კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალებისამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთაჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები,ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდესთანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერშემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
No comments:
Post a Comment