კალენდარული გეგმები

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი: მანანა ხაბეიშვილი პ/ნ . 01011053838
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი:საშუალო. მე–11 ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
ჩატარების დრო:  30.05.2019
გაკვეთილის ხანგრძლიობა:40 წთ.
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო  (პრობლემაზე ორიენტირებული)
გაკვეთილის  თემა:  ალუდა ქეთელაური–დიდი შეძრწუნების ხატი; ვაჟა–ფშაველას   პოემა,,ალუდა ქეთელაურის’’ მიხედვით.
გაკვეთილის მიზანი:  .მოსწავლეები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას პოემიდან ,,ალუდა  ქეთელაური“  მთავარი პერსონაჟის სულიერი სამყაროს დახასიათებას. შეძლებენ პიროვნების სულიერი ტრანსფორმაციის პრობლემების გარკვევას. გამოკვეთენ გმირის სახეს -როგორც სოციალურად ფასეულ პიროვნებას.
კლასის ორგანიზება: საერთო,ინდივიდუალური,ჯგუფური.
რესურსი:  დაფა, ფლიფჩარტი, მარკერი,ფერადი ფურცლები,ფორმატი,ვიზუალურ–ასოციაციური რუკა,ფოტო მასალა: ,,ვაჟას სამყარო“; ,,ვედრება“  წიგნი (ვ.როდონაია XI  კლასი); შთაბეჭდილების ყუთი.
შეფასება: განმავითარებელი,
ესგ  სტანდარტი

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს

·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
  • ზეპირი გამოსვლის მოსმენისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას (მაგ., ჩაინიშნავს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, შეადგენს გამოსვლის მოკლე გეგმას  და სხვ.) მტკიცებულებათა ბუნების განსაზღვრისა და მსჯელობის თანმიმდევრულობის შეფასების მიზნით;

 

 

·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;

 

·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

 


·         ისმენს ტექსტს და ერთმანეთისგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
·         ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე(მაგ., პერსონაჟის დახასიათებისას );
·         გამოაქვს დასკვნა ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ;
·         მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში , მსჯელობს ნაწარმოებში ასახული პრობლემების /კონფლიქტის შესახებ .
·         განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს ;
·         გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ , ცდილობს ნათქვამის დასაბუთებას ტექსტის მონაცემებზე დაყრდნობით ;
·         აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან .


N
აქტივობის აღწერა/მიზანი
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები


გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების
გაცნობა
საერთო-საკლასო
გაკვეთილის თემა,მიზანი და შეფასების რუბრიკები ფლიფჩართზე. კედელზე გამოსაკრავად
3წთ
2
გამოწვევა: მოსწავლეთა ინტერესისა და
მოტივაციის გამოწვევა პრობლემების
გამოსაკვეთად.თემასთან დაკავშირებული წინარე
ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის  მიზანი:
მოსწავლეებმა წარმოიდგინონ იდეალური ადამიანის სახე და შეადარონ შუა საუკუნეებისა  და მე–19 საუკუნის სამწერლობო აზროვნებაში.
აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ რენესანსული წარმოდგენა იდეალურ ადამიანზე, რომელიც გულისხმობს სულისა და ხორცის ერთობას . ასევე ვთხოვ დაასახელონ საერო და სასულიერო პერსონაჟთა თვისებები,რომელიც რენესანსულ წარმოდგენას ემთხვევა, ან ოდესღაც ემთხვეოდა.(,,გრიგოლ ხანცდელის ცხოვრება“ მოციქულთა ცხოვრება და მამათა წერილები, ,,ვეფხისტყაოსანი“)


გონებრივი იერიში
საერთო-საკლასო
ვიზუალურ–აცოციაციური
სქემა  ,,პერსონაჟის რუკა“ფერადი ფურცლები,
თაბახის ფურცლები,კალმები ,ფორმატები.

7წთ
3
აქტივობის მიზანი:
მოძიებული მასალის გააზრება და დიფერენცირება შემდეგი მიმართულებით –
დიდი შეძრწუნების ხატი.

აქტივობის აღწერა: კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად:ურიგდებათ ჯგუფური სამუშაო.
I  ორთაბრძოლიდან--ქავის კარის აღწერამდე –ფერისცვალების იმპულსი;
II მკლავის მოკვეთა--სიზმარი –ახალ ღმერთთან ზიარება;
III სულიერი მეტამორფოზა ,ხატობა, მოკვეთა.
IV. უჩინარი პაუზა,ხატობა და ამაღლება;

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფი
ფლიფჩარტი, მარკერი.
10 წთ
4
აქტივობის მიზანი:  ტექსტში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება.
აქტივობის აღწერა:  
პრეზენტაციის ანალიზის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა გამოკვეთონ ალუდა ქეთელაურის  პიროვნების თვითდადგინება–დიდი შეძრწუნების ხატის სრულყოფა.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
ფერადი ფურცლები’ ფლიფჩარტები,მარკერები.
15წთ
20 წთ
5
საშინაო დავალება: დაწერეთ: ალუდას ცხოვრების გზა...
ინდივიდუალური


1წთ.
6
გასასვლელი ბარათები:
·         დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო...
·         რით იყო ეს გაკვეთილი ჩემთვის საინტერესო?
რა ვისწავლე?  როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?
მოსწავლეები  ბარათებს ყრიან შთაბეჭდილების ყუთში.
ინდივიდუალური

შთაბეჭდილების ყუთი


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·          მოსწავლე შეძლებს  დასკვნის გამოტანას  მოცემული ინფორმაციის საფუძველზე.
·         იმსჯელებს ნაწარმოებში ასახული პრობლემების /კონფლიქტის შესახებ .
·          განუვითარდება ენობრივად და სტრუქტურულად ტექსტების ინტერპრეტაციის უნარი.
·         ნაწარმოების  ქვეტექსტების წაკითხვის უნარის განვითარება.
·         მსჯელობისა და კტიტიკული  აზროვნების უნარის განვითარება.   წერის უნარის განვითარება. კვლევა-ძიების უნარის განვითარება.







დანართი N1
მსჯელობის შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
სრულად შეესაბამება
ნაწილობრივ შეესაბამება
არ შეესაბამება
მოსწავლეს შეუძლია დავალების ადეკვატურად გაგება და პრობლემის სწორად განსაზღვრა



მსჯელობა გასაგები და თანმიმდევრულია



მოსწავლე საკუთარ მოსაზრებას ამყარებს დამაჯერებელი არგუმენტებით და კონკრეტული მაგალითებით



მეტყველება გამართულია,ლექსიკა შესაბამისი




დანართი N2

ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა:
შეფასება:
კრიტერიუმები
I
კი
არა
II
კი
არა
III
კი
არა
IV
კი
არა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია












ჯგუფის წევრები უსმენენ  ერთმანეთს და თანამშრომლობენ












ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს












ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს












                           

                გასასვლელი ბარათი
დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო        რა ვისწავლე ამ გაკვეთილზე ?                    
                                         

No comments:

Post a Comment